↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისსგადირეკს ნოემბრის ბაღები.მხურვალე ვნებები გამივლის,სასახლის ჩაქრება ჭაღები.დარჩება აუზთან სანდალიდა ძველი ფოთლები, ყვითელი...რომანზე ისვენებს შანდალი,რომანში - შეშლილი სკვითელი.ვეწვევი განდეგილ მამათა„უმანკო ჩასახვის“ სავანეს:იქ შავი თოვლივით დამათოვსჭვარტლი და ბურუსი თავანის.სიმკაცრით შემხედავს საშვენითვალები შეკრული კამარის:ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველიარ არის, არ არის, არ არის!დაქრიან უდაბნო ქარები,მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!სამრეკლოს ანგრევენ ზარები...წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!გრიგალთა სადაურ შებერვასმისდევენ ფოთლების შვავები...თებერვალს უხმობენ, თებერვალს,სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვათა საგანი,როდესაც ღამეა უკუნი,და ჩემი მდუმარე საკანიდა ცეცხლის მფარველი გუგუნი.ერთგვარად მიიტანს ამ სახისლოცვისთვის ზმანება-მტკივანი:გაზელებს - მგოსანი სასახლის,ხელთათმანს - სასახლის მდივანი.
1917
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი