↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა საჭიროა სიტყვები? მჯერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,როგორც სიცოცხლე და ბედისწერა,თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით.
მეხი გავარდა და შორეულიმიჩუმდა ისევ რისხვა ერთჯერი,გათავდა ბრძოლა ცოფმორეული,სადაც ღრუბლების იდგა გლეტჩერი.
სალამი ნგრევას, ვისში გვიანიაღფრთოვანება იყოს ნეტავი,დღე წამოიჭრა ოქროსთმიანი,დღე ახალგაზრდა და გამბედავი.
მზე დედამიწას სუნთქვას უდიდებს,სადაც ძეგლები არის დარგული,აღმოსავლეთით ის მიუთითებს:იქ საუნჯეა გადამარხული...
1917
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი