↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დროშა შრომისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ვიშრომოთ, ძმებო, ვიშრომოთ, დღეები მიდის დას-დასი,შრომაში უნდა გავიდეს ყოველი წუთი ძვირფასი.შრომაში არის სიმართლე, ტკბილი ნეკტარი იქ ვპოვოთ,სხვა ყველა ამოებაა, სხვა ყველა გამოვიგლოვოთ.სხვა ყველაფერი გაჰქრება, როგორც ბურუსი რღვეული,შრომაა სულყველაფერი, შრომაა განძი რჩეული!შრომაა ჩვენი სიცოცხლე, მუდამ მჩქეფი და ახალი,ვერვისგან დაუმონები, ძვირფასი, თავისუფალი.ვიშრომოთ, ძმებო, ვიშრომოთ. ოფლი ნაკადათ ჩქრიალებს,მოვა დრო, დროშა შრომისა მსოფლიოს გადიფრიალებს.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი