↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე,მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე,რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.
ყველამ იცოდეს: მე არავის წინ თავს არ ვიდრეკ..მე არ ვუღიმი იმ პიგმეებს, რაც კი მტვერია -მე ვმღერი ისე, ვით არავის არ უმღერია -ასსონანსია სათაყვანო ჩემი სიმდიდრე.
მე აქ მოვედი, მე მოვედი, უცნობი, ნაზი,არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავსწიო თასითქვენი, რომელთა გატაცება ცეცხლის ჟინია.
და შურიანი პოეტების, მარადი ყეფადეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?უფრო ხმამაღლა დაიძახონ... არ მეშინია.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი