↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადავიღალე

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10695 ნახვა

—
გადავიღალე სიტყვებში ყოფნით,ვგრძნობ, საარსებოდ ეს დაღლაც მყოფნის,სხვაგვარ ცხოვრებას ვეღარ ვახერხებ _გაჯერებული სისხლით და ოფლით,ვარ პერსონაჟი ბიბლიურ სოფლისდა ისევ წიგნი მიშლის საღერღელს.ერთადერთობას ვერ დავიკვეხნი,მაფიქრებს ძველი ჰარი-ჰარალი,ვარ შემკრებელი ამ და იმ ქვეყნისდა ჩემში ცოცხლობს, ვინც აღარ არი.აღარ მოვყვები უაზრო ქადილს,გაურკვევლობის საზღვარზე ვდგავარდა ეს დრო მიყვარს, თითქოს რომ გადის,სინამდვილეში რომ არსად გავა.ვარჩევ ქაღალდებს, ვგრძნობ დედის წერილს,ისევ თვალის და ხელის შევლებით,ვზი მაგიდასთან საბრალო მწერიდა მიკანკალებს ხელის მტევნები.ვინც ახლა წავა, იქით ივლის ის,სადაც წყვდიადი თვალებს აცეცებს,უფლის ცრემლია ზეცა ივლისისდა ვარსკვლავებმა დაანამცეცეს.მე ტანთ მაცვია მომწვანო ჭინჭი,ვანათებ ხმაში გაბნეულ ფოსფორს,შებინდებისას მოვყვები ჭრიჭინს,რომ შევუერთო ჩემი ხმა კოსმოსს.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი