↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაო სიდონია

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10690 ნახვა

—
როგორ შეეპარა დაისი დუნიას,მზის ჩასვლა _ ტკივილზე სული შენაბერი,დაო სიდონია, დაო სიდონია,ჩემს სარკმელს მოადგა საღამო _ შინაბერა.რა უკურნებელი სიმდორეა _წუთებს რომ ისრუტავს კვლავშობილს,დაო სიდონია, დაო სიდონია,გზა, მე რომ მივდივარ არის კლავიშები.ბგერიდან ბგერამდე ქაოსი ტოლიადაღუპვის. სიმწყობრეში სუნთქავს სასწაული,დაო სიდონია, დაო სიდონია,თვალწინ მიდი-მოდის ყველა ასწლეული.ბგერები, ბგერები სიტყვებად შეკრებილი,სიტყვის ნათებაში ჩამავალ მზის დონეა,ისევ იკაწრება წარსული ეკლებივით,დაო სიდონია, დაო სიდონია.შენი გახსენება, ასეთი მარტივი,ის დროა, რომელიც დღეს აკმევს,ბაღის სიგრილეში ჩაივლი ლანდივით,თვალებით მოძებნი ჩემ სარკმელს.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი