↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დათვლილია დღეები მისი

ალხაზიშვილი გივი

2026-07-182 წთ საკითხავი10688 ნახვა

—
/ბალთაზარის სიკვდილი/
სასანთლის წინ,კირით შეფეთქილ კედელზე ჩანსუცნობის ხელი როგორ წერს სიტყვებს;გულის თვალი თუ ჩაწვდებასათუოა, რაიმე რომ ამოიკითხოს,გარდა შიშისა,რომელიც ჩუმად უკითხავს მეფეს:...გადაითვალა ღმერთმაშენი ქვეყნის დღეები,ბოლო მოგიღო,შეგსვა სასწორზედა ბუმბულივით აგიტაცა სასწორის პინამ...
სადაა მეფე?!ჯერ ისევ შიში აცახცახებს, ისე მჩატეა,მუხლები ისე გაეყინა რომ კუნძად იქცა.
მორჩა,მისივე უმეცრებით გაიყოფა განუყოფელი,მორჩა, მას სტკივა გული,რომელიც დღემდე არ ჰქონდა,სასოწარკვეთამ მოუძებნადა მისი ფიქრი __გათიბული დროის ზვინი ქარმა გაშალადა ელვის ბაგემ აკოცა დაცეცხლის ენამ გადაურბინა...
ღამის ცეცხლი მოედო ღამეს, აღრჩოლდა ღამე _იბადება ღამე ღამიდანდა ჩაიწვა მეფის დღენი თივის ცეცხლივითდა მიინავლა, მიილია და ჩაიბჟუტადა ისე ძლიერ ჩამობნელდა,რომ ღამესაც აღარ ახსოვსსიბნელის ასე შედედება _ ჩაწყვდიადება...
სასანთლის წინკირით შეფეთქილ კედელზე ისევ გამოჩნდა ხელი,გრძელი თითები, მოძრავი მაჯა;დაუწერელ სიტყვების სული მსჭვალავს ყველას,მერე სიტყვები ჩნდება კედელზე,ხმოვნები კი არ იწერება.
ხმოვნები მუდამ იგულისხმებადა გულისხმაში იარსებებენ __დაწერამდე, გაქვეყნებამდედა სუნთქვას ჩვენში გააგრძელებენ.
ჩვენ დღემდე გვზარავს,რაც კედელზე მიაწერა უცნობის ხელმა:მენე, მენე თეკელ, უფარსინ... *
ღია სარკმელში კვიპაროსი ჩუმად ირწევა,მაღალ კენწეროს შენს თვალებში აწებს ფუნჯივითდა სიზმარ-ცხადში შეყოვნებულმომავლის კადრებსიმარხავ გულში და უენო ზარის სიმუნჯითარავის უმხელ, აღარ გინდა თვალის შევლებააღარაფერზე, არავიზე,შენ ისიც გყოფნის,სულის სიღრმეში უთქმელობა რომ გეცრემლება.
* დანიელი, თავი მეხუთე 4 _5; 26 _ 28;
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი