↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს ლექსი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-132 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ეს ლექსიხანას იგონებს ნეტარს,როცა გრგვინავდა, როგორც ესსექსი,თვითონ ლიდერი -რომ მომხრეები არა ჰყავს ცხედარს.ის მიმართავდა მეორე მხარეს:ჩვენ და თქვენ შორის ეხლა არ არისარავითარი ნიადაგი, არავითარი -რაზეც შევთანხმდეთ.ადგილი, სადაც კიდევ ერთმანეთსშევხვდებით, ქვეყნად ერთია მხოლოდ;გადისერება ის სისხლის ზოლად!სხვა არ არსებობს ველი შველისა,გარდა სასტიკი ბრძოლის ველისა...ოჰ, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს,მოსაგონებლად შევიკრიბოთ დღეს.გახსოვთ? გათავდა მხარეთა შორისნერვიული და შფოთიანი მიწერ-მოწერა.აღარც ერთ მხარეს მეორესირამე არ სჯერა.განაგრძობს კამათს გაზეთები გამწარებული,რომ თანაგრძნობა მოიპოვონმღელვარე მასის.ბოლოს დროშები აიმართა, დაიწყო ბრძოლაასის, ათასის.ამბობს შტანდარტი:„არ არის რამე ნიადაგი,რომ ჩვენ შევთანხმდეთ.არ არის რამე ნიადაგი ჩვენი შეხვედრის,ბრძოლის ველს გარდა“.ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!ასეთ დროსუნდა აჩქარდე, უნდა აჩქარდე, უნდა დაეწიოისე სწრაფად, როგორც შეგიძლია.წამმა დაყოვნება არ იცის...ჩქარა, ამხანაგო, თორემ დაგვიანდა.წუთის დაკარგვაც კი არის ბოროტება.ვინ სთქვა გადადება?დროა მოძრაობის და სიცოცხლის ნიშნის.უნდა დასცე ძირს, გადაღუნო, წამოაჩოქო.უნდა დასცე ძირს და მხოლოდ მკვდარს გადააბიჯო.ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!გრიგალებს მჭექარე ხმებითშევხვდით:სიცოცხლე, სიცოცხლე!სიცოცხლე გვწყურია...გვწყურია ნგრევაც და სიკვდილიც...გვსურს აკივლდეს კაცობრიობააუტანელი ტკივილებით...დროა! დრო! დროა! დრო! დროა! დრო!უშიშრად სიკვდილს ეწირება ხსოვნა მრავალი,გამოსავალი, უნდა იქნას გამოსავალი.დროა! დრო! დროა! დრო! დროა! დრო!ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს.იმუქრება ენერგია,რეჟიმი, რკინა, რევოლიუცია.ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!ჩვენ თან წამოგვყვა მშფოთარება და მზეთა დნობა,რადგან ვიგრძენით ჩვენ ქარიშხალი.ჩვენ თან წამოგვყვა მისი ყინული,ჩვენ განვიცადეთ ის ქარიშხალი...ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს,მათ მოსაგონრად შევიკრიბოთ დღეს,ვინაც ნამდვილად გასწირა თავი,ვინც განიცადა წელი, -სავსე ისტორიის ამბებით.ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!..
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი