პოეზია · ლირიკა
ტერეზა კალკუტელს
„ბაგეები გულის სისავსით ლაპარაკობენ.“დედა ტერეზაგულის სისავსით მეტყველებენ ეგ ბაგეები,ის არ იცვლება, ვინც იპოვა მარად ცვალებადდროში საყრდენიდა შეიხიზნა შვილებივით ღამის შუქები,ზეცის ტაძრები, მლოცველები და მოსაყდრენი.მაინც მოხდება, რაც ქვიშაზე ერთხელ ეწერა,მერე წაშალა, ხსოვნაში კი დარჩა ყოველიდა მოსახდენიდაელოდება საიდუმლოს, ანუ თავის ჟამს,როცა გულიდან გულის სიტყვით ამოსახლდები.შესაბრალია, ვინც ამაო ლოდინს შეაცვდახორცით და ძვლებით და უკეთეს ყოფის სურვილმაასე დაშრიტა,ელამუნება ათასწლოვან ნაბზარ სახეებსმხურვალე სუნთქვა, მოღწეული აფრის გაშლიდან.ჩვენც ნამცეც-ნამცეც და წვეთ-წვეთად შევიკრიბენით,რათა სიტყვათა ხმოვნებიდან ამოვიხედოთ,ხსოვნის მარცვლებად,რომელთაც შეძლეს საკუთარი კალოს გალეწვადა დღიდან დღეში სინანულით გადანაცვლება.გამჭვირვალეა გული, ისე გამჭვირვალეა,რომ სასუფეველს აღმოაჩენ _ გულის სისავსითამეტყველდები,მიეფერება გაზაფხული მფშვინავ ნახნავებსდა სიმწვანისკენ ფეხაკრეფით წავლენ ბელტები.ეს დინებაა უნებლიე წუთს რომ აღრმავებსდა ოდნავ ღია სარკმელიდან ყრმა იხედება,გულის ძაფებითჩვენ მიბმულნი ვართ დასაბამის უსასრულობასდა მწყურვალენი დაუშრეტელ დღეს ვეწაფებით.