↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამშვიდდი, ქარო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
კოშკიდან ერთი ნათობს სანთელი,უდაბურ მთიდან, უდაბურ ტყეში,რა ცივად მოდის ქარი და თქეში,რა მძაფრად კვნესის კორიანტელი.
კოშკში კი მყუდრო ანთია კერა,ნაპერწკლებს ისვრის ყვითელი ალი,არ შესდგომიან საუზმეს ჯერამთიელი ვინმე და მისი ქალი.
დამშვიდდი, ქარო, რა გემართება,ასეთი წვიმა ნეტა რა არის?და ქალი სწრაფად მიემართება,რომ გრიგალისგან ჩაკეტოს კარი.
ყვითლდება ჩალა შესაკონელიდა მეურმეებს ფეხქვეშ ეგება,ვინ მოგზაურით, რა საქონელიამ ბნელი ღამით მიირეკება?
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი