↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზებზე გავედით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
როცა ცეცხლია და გადარევა,როცა ქარია და ამღერება,არც კაცთმოყვარე ხალხში გარევა,არც გაჩუმება შეგეფერება.ქალაქს გველისფერ ცდება ბინდები,ისევ სხვებს დარჩა ცა ვარსკვლავედით...ჩვენ გავიარეთ ლაბირინტებიდა ქაოსიდან გზებზე გავედით.იმნაირ დროში ვით არ მახსოვდესშენი თვალების წრფელი დიდება?ო, დამნაშავის შენ არასოდესმკაცრი სახელი არ გეკიდება!
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი