პოეზია · ლირიკა
შენ უწყი მხოლოდ
გაქცეულ ქუჩებს და შენობებს ორსართულიანსაგურით ნაგებს, გადახურულს წითელ კრამიტით,გავხედავ მაშინ, გზის გაკვლევა როცა რთულიადა უმიზეზოდ რომ გადამდებს წუხილს ამინდი.აქამდე აღწევს ჩუმი სუნთქვა გარდასულების,მათი ხილვანი ახატია ნაყოფს შეთვალულს,როგორც სიცოცხლის გაგრძელება, არდასრულება,ამ ფერადებით თითქოს ვინმეს შემოეთვალოს.გზებზე წყალივით დავიღვარე და ძვლებდაშლილიმომაქვს სხეული და ცვილივით გული მიდნებაგვამში, რომელსაც შერჩენია თვალი ბავშვივით,მზერა, რომელშიც გაიელვებს სხივი თვითნება.ამომცნობელო გულისა და ფარულ ზრახვათა,შენ მეუფეო ზეცისა და წასულ-მოსულთა,შენ უწყი მხოლოდ, სხვა ვერავინ დაინახავდა,ცხოვრება ჩვენი ბოროტისგან რომ დაორსულდა.