პოეზია · ლირიკა
შემოდი მარტო
ჩემს სიმარტოვეს შევეზარდე, ახლა ისე ვარ...იყო, არ იყო, ის, რაც იყო თუ არ ყოფილა?!ყოველი ჩემი სიმარტოვე შენით ივსება,მადლობა უფალს, რაც მიბოძა, რომ მამყოფინა.
აი, ბალახი, ჩემს მზერაში რომ ამოვიდადა მარტის გზას რომ უნებლიეთ ჩემში აგრძელებს,ის აღმოცენდა უდიადეს სიმარტოვიდან,სწორედ იმდენჯერ, რამდენჯერაც იგი აცელეს.
შემოდი მარტო, ვემზადები შენთან საფრენად,შენ თამაშ-თამაშ, მისხალ-მისხალ ჩემში იწყები,ჩვენი მკლავები გაიშლება მალე აფრებადდა ერთმანეთის მონატრებას მივეფიცხებით.
შემოდი მარტო, ვემზადები შენთან საფრენად,ზუსტია გეზი და წკიპზეა ახლა ბუნება,ისეთ გულზე ვარ, სიკვდილიც კი მეარაფრება,როდესაც შენი მონატრება მელამუნება.
28.02.2013