↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშვიდობიანი სიმღერა დების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
იფინებოდა ზღვების საბურიტალღათა შორის ნავთა მმოსავეთ,გამოქროლება ზეინაბურიდა სილაჟვარდე უდაბნოსავით.
იფინებოდა ნათელ დღესავითალერსიანი შუქის ფერება,გადაკარგული და ნათესავიძვირფასი დების ხმით ამღერება.
იმ ხმით ნათქვამი თეთრი გედები,უმსუბუქესი ნისლით ფარული,ისმოდა, როგორც შორი ედემიდა მხარეები ლეგენდარული.
საღამოს ქარში ჰქონდა გონება,ღრუბლებში ჰქროდა ფერი ფარჩების:ისმოდა ჰიმნი და მოგონებაჩემი ომების და გადარჩენის.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი