პოეზია · ლირიკა
უხმო ფარფატი
ამ ბავშვის თვალწინ გადაიქცა დაისი ფრანად,რომ დაეკარგა მზერის ძაფს და გაუჩინარდა,გარბოდა იგი გაჩხინკული და სიფრიფანადა მიჰყვებოდა დღე-ღამეებს წრეზე მდინართა.რა მომიტანა მოგონების ამ აფეთქებამ,პეპლის ჩრდილივით წამებს შორის უხმო ფარფატი,ფურცელი, წიგნი, პროსოდია და ანბანთქებადა წარსულიდან მოღწეული ექო ბარბითის.გამომიწოდა შეღამებამ ბუდე ჭილყვავის,გაოცებისგან უნებლიეთ რომ ვიღიმოდიდა ავედევნე სიბნელეში შებოჭილ ყვავილს,რომელიც არ ჩანს და სურნელით აქვე მიმოდის.შენ ხომ ფესვებით შეგიძლია გასცდე აზიას,თუმც ყვავილივით სევდის ბაღში ამოსულს ჰგავდიდა ყოველივე ისევ ხელის გაწვდენაზეა,უცნობი სიტყვის უნებლიე ამოსუნთქვამდი.