პოეზია · ლირიკა
უძილობისთვის
არ უძინია მთელი ღამე, წუხელ იჭოტა,იჭყიტებოდა სიზმარ-ცხადის ბნელი ღრიჭოდან.ითვლიდა წუთებს, ისრუტავდა წარსული აწმყოს,უყვარდა კიდეც, სძულდა კიდეც, გეგმებიც აწყო.ათას მეერთედ გაისწორა ცხელი ბალიშიდა ჩაიძირა ბნელი სიზმრის ხათაბალაში.გამოიღვიძა, ისევ სიმწრის ოფლში დაცურავს,უაზრო სიტყვამ ბაგეები ააცმაცურა.ინათა კიდეც, მაგრამ თვალი რულს არ იკარებს,აანთო შუქი, მოუკიდა მერე სიგარეტს.თვლიდა წასულებს, მერე მიხვდა ვერ ჩამოთვლიდა,იპოვა ღვინო, ჩაიცალა ღვინო ბოთლიდან.გააღო კარი, მზისკენ თვალებგამობლეტილიმიბარბაცებდა, როგორც კრეტინი.