↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უძილობის ლექსი

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10684 ნახვა

—
ჩვეულებრივად ხვდები შენ ამ დროს,როცა ღამდება და შუქს აქრობენდა დღის და ღამის შავ-თეთრ შენადნობსგამუდმებულად სიტყვით აგროვებ.სიტყვების ძებნით შენ ხარ გართულიდა ყურს არ უგდებ ახლა არიფებს,მადლობა უფალს, არ გაართულედა სათქმელს ნათლად რომ აყალიბებ.შემოვა ჩრდილი - ქარის ნახევი,ფარდასთან ერთად შინ შემოვა ხე,არის სარკმელი ღია ნახევრად,ბოლომდე ქარი თუ შემოაღებს.გაგეღვიძება თითქოს ჩათვლემილს,ხელის ცეცებით ეძებ სიგარეტს,ამასობაში ქრება სანთელიდა ილანდება აისი გარეთ.დაუბრუნდება საგნებს კონტური,ეს კონტურები თვალებს მოადგნენ,წევხარ დაღლილი და მოკუნტულიშენ, ვინც ღამიდან დღე გამოადნე.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი