პოეზია · ლირიკა
უშენო დრო
/აგვისტოს ეპისტოლე/
დღეებს გამსჭვალულს უშენობით,როგორ ვუშველო,ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,დუმილი ისე მისაკუთრებს,ლამის მიშვილოს,სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.
რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..მაგრამ აქ რომ ვარ -ვეძებ გასაქცევს,ვირტუალურ დროში ვსახლდები...რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობადა მყისიერად გამოცლილი ყველა საყრდენი.
არაფერია, არაფერი,სულ არაფერიდა არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,გამჭვირვალეა ხელისგული,რომ ავიფარეთვალზე და ახლაყველაფრიდან შენ იხედები..