პოეზია · ლირიკა
უსმენ ჟივილ-ხივილს
უსმენ ჟივილ-ხივილს, ხედავ შენ ყურებით,დილას ერთად ხვდებით შენ და ბეღურები.შენ - თვალმოხუჭული, გულაღმა მწოლიარე,ახლა ეს სიჩუმე შენი ცოლი არი.საათი წიკწიკებს. რა მალე ინათა.მოელი მზის სხივებს - დასს ბალერინათა.დაეხსენ ძილ-ღვიძილს, დადგა დრო შამათის,თავიდან, თავიდან მოდის ორშაბათი.