↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღეს დღეები ეცლება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
დღეს დღეები ეცლება მშვიდი და მოავკარგე.გაჰქრა ის ქარიშხალი - ის სიცილიც დავკარგე.ღამით რომ დასცქეროდა მარტოობის სანთელი,ის რითმები, ის ცეცხლი, ის წიგნები დავკარგე.დავწვი ხელნაწერები! სუსხი და ჟრუანტელი!იმ ედემთან არასდროს არ ვიქნები... დავკარგე.გრიგალმა გაიტაცა პოეზიის მანდილი, -ძვირად მოპოებული, მწარ მიგნებით - დავკარგე.ყველაფერი დავკარგე... უცებ გაკრთა სანთელი,მოვიპოვე ყოველი, რაც იქნება - დავკარგე.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი