↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალუბლის ხიდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ცად რომ წვიმამ გადიარადა აწითლდა საღები,ჩვენმა ავტომ გაიარამშვენიერი ბაღები.მიდიოდა შარა-შარაზამბახების თაღები,ცაზე შუქნი ირეოდენროგორც ბაირაღები.გამოჩნდება საცა არისხიდი ალუბალისა,ახლო არის რეკვა ზარისვით ჩქრიალი წყალისა.უცებ კვნესა შემოგვესმაახალგაზრდა ქალისა,კოლექტივი წამსვე შესდგა,ბაგე შეკრთა ლალისა!ერთი მიდის და რას ხედავს:ტირის ქალი პატარა:გამოვედი შარაგზაზეარა მომემატა-რა.მხოლოდ ერთი უბინობა,მწუხარება რა და რა!ყურს დაუგდებს კოლექტივი,ესმის როგორც ზღაპარი,რასაც ამბობს მწუხარებითქალი მიუსაფარი.მას ეტყვიან: - თუ შენა გსურსარა ტყე და მთა-ბარი,იყავ ჩვენთან, ყანები გვაქვსსათოხნო და საბარი.გაუხარდა უბინო ქალს,როგორც დიდი წყალობა.ეუბნება: - ამაზე მეტსცხადია თუ მთვრალობა?რა ქალმა არ იმუშაოს,შერცხვეს მისი ქალობა.ალუბლის ხიდს რომ გავცილდით,შაშვმაც მორთო გალობა.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი