↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტის შეხვედრა მოჩვენებასთან რევოლიუციის მუზეუმის წინ 7 ნოემბერს, 1927 წ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-132 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მძაფრი ორკესტრი ხმას ანაკადებს,გრგვინავს ქუხილი წინანდელ მონის;ლოზუნგებს, ისრებს, ფურცლებს, პლაკატებსისვრის მანქანა რატაციონის.გრგვინავს ორკესტრი ვით წინანდელისამოქალაქო ომის ტეხილი,ჰქრის მოგონებათ კორიანტელიწარსულ დღეებთან გადაგრეხილი.გრგვინავს ორკესტრი. სინათლეთ სვეტიხან გაიელვებს, ხან იქუფრება -ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტიცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.მძლავრი გამოდის ქუჩაზე მასსა,რომ ხმამაღლა სთქვას გულისნადები.მე ვიგონებდი სიმღერის ხმასა.წარმოვიდგინე: გაჰქრა, გათავდაშიმშილის გრძნებათ, სიცივის შვავთადა დანგრევათა წელიწადები.რევოლიუციის მუზეუმიდანდაფიქრებული გვიან დავბრუნდი.უეცრად თითქო ყრუ სიჩუმიდანმოჩვენებათა შემომხვდა გუნდი.
ცოცხალი მოჩვენებები:
ჩვენ პოეტებივართ არეული,ვართ შინაურიდა გარეული,ჩვენ დეპეშებითმივიღეთ ომიდა ოქტომბერიმზა-მზარეული.
ცოცხალ მოჩვენებათამეორე გუნდი:
არა! ჩვენიაბედი მთოვარი,მიწა და ზეცასწორუპოვარი,ჩვენია ბინადა ყოველგვარირევოლიუციისმონაპოვარი.
პირველი მოჩვენება:
ნება მომეცით ბგერის,ენა არა მაქვს მჭევრი,ვიყავ მამულის - ერისმხსნელ კომიტეტის წევრი.
მეორე მოჩვენება:
ვიყავ მეხური რიხიდა ფაბრიკანტი ძელქვა!
მესამე მოჩვენება:
მე ეკლესია ვიყავ...
მეოთხე მოჩვენება:
მე ადმირალი მერქვა!
-ჩვენებათ გუნდი უეცრად გაჰქრა,გაჰქრა! რიჟრაჟის საათმა დაჰკრა!ისევ ორკესტრი... სინათლით სვეტიხან გაიელვებს, ხან იქუფრება,ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტიცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი