↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადაეფარა იგი მრავალ ხმას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
რისხვიან გზაზე, რადგან მჯეროდა,მე მძლავრ სიმღერას ყური მოვკარი.ეხლა მე ვიცი, როგორ მღეროდამძაფრი ქარი და ზღვა ბობოქარი.ეს იყო ბრძოლა. გამოდარებისჰანგებით ჰქმნიდა ჰანგებს მქუხარეს.გადაეფარა იგი მრავალ ხმასდა მოეფინა უმრავლეს მხარეს...
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი