↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გადაეფარა საქართველოს გზებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95294 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
გადაეფარა საქართველოს გზებსინდუსტრიალურ რიცხვების გეგმა,მისი ზრახვები და გატაცებამიიღოს ქროლვამ გამოსადეგმა.იქ, დიდუბეში, პანთეონს იქით,მზით მიდამონი რომ იდაგება,კამარა შეჰკრეს უზარმაზარი:ლითონის ქარხნის იწყეს აგება.ქარხნებს ამიერკავკასიისასუპირველესი მიუდგა სწორი,ეს უდიდესი იქნება ძეგლიყველა ლითონის ქარხანათ შორის!და კონსტრუქციის უკანასკნელის,საქსოვ მანქანით მოდის პარტია,გზავნის „ვილიამ და სკოტი“-ს ფირმა,ეს ამერიკის მისამართია.და კონსტრუქციის უკანასკნელისმანქანებს ძაფით ევსება უბე,კვლავ ახალ-ახალ მანქანებს გზავნისფირმა „ლეკოლი“, ფირმა „დიუბე“.და აწყობს მხოლოდ ერთი ფაბრიკა,რომლის აგება მომავალს მართებს,ჩვიდმეტიათას კილო აბრეშუმსდა სამიათას ქაღალდის ნართებს.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი