↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამუშავდი მანქანაო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
კაშკაშა მზის მხურვალებით,თბილ წვიმებით შეშლილები,ზურმუხტოვან-მშვენიერისწორდებიან ჯეჯილები.
და შავი ზღვის მათზე ქარიმხიარულად გადიმღერებს,აშრიალებს აყვავებულსდა ნაყოფით სავსე ღერებს.
მოაგროვეთ მოსავალი,სამკალო და ძნის საკონო.არემარეს ახალი ხმახშირად უნდა გააგონო.
ახალი რომ გაგაქვს კვალი,მისთვის ჩქარობ, მისთვის ღელავ.ამუშავდი, მანქანაო,ახმაურდი, სალეწელავ!
1929
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი