↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაცი სათვალეებით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
სათვალეებში მყოფი თვალებიძლევამოსილთა იმედით სრული -მიდის ქუჩაზე, თუმც მოკრძალებით,პაციფისტურადუღელავს გული.იგი ქადაგებს მართლმსაჯულებას,კანონს,კომპრომისს დამოწყალებას:„სულ გადაუდგენ სამართალს და რჯულს,ვერ გრძნობენ ხალხისამდენ წვალებას“.აქ თვითნებობის დაუხვდა რკალი,მისცა სალამიღიმილით ზრდილით,სადმე შევხვდები, - იფიქრა გულში, -რათ დავიმდურო ამ სისხამ დილით.მას გზაში შეხვდაამაყი კაცი.მის წინაც მშვიდათ თავი დაჰხარა:„უფლება აქვს, რომ იყოს ამაყი,მისია ბურთი, დაფი, ნაღარა“.ახლა მას შეხვდაუაზრო შური.ნათესაურად შურს გაუღიმა:„როგორ გიკითხო?როგორ ბრძანდები?რა ამინდია, დარი თუ წვიმა?“მას შეხვდა მუშა -„რა უზრდელია!“პაციფისტს როგორ ეს არ ახსოვდეს?ცოდვას ის კიდევ აპატივებს კაცს,პროლეტარობას კი -არასოდეს!მისთვის ცხადია: ხუთივე გრძნობითსიფუსფუსეში და ჟრიამულში,ამინდზე, დარდზე ესაუბრო კაცსდა სულ სხვა რამესფიქრობდე გულში.შემოხვდა გზაშისიმართლის ძალა,უძლიერესი კლასიურ ისრით,მას სიცბიერის მიართვა ბანგიდა გადაუშვასიმართლე კისრით.შემოხვდა გზაშიბრძოლები მალიდა როცა სისხლმა მიიღო აზრი,მან საომარი აიღო ხმალიდა დაიკიდა ხანჯალი ბასრი.არც ძალადობას უკრთება იგიდა სანატრელი მისთვის ბადეა,სადაც ცბიერი არსებობს ხრიკიდა ერთა ლიგისდიპლომატია.და სულს ასეთი ფერითნაქარგავს,თუმც გაცვეთილი,ხმელი ნერგია,ჯერ საბოლოოდარ დაუკარგავსბოროტი გრძნობადა ენერგია.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი