↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიწის თხრაში მთიელს ვერვინ სჯობნის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ბრწყინავს, მთებო,ცეცხლისფერი დილა,თვლების ღვარითმოიღვარა ზვარი,მიწას ორთქლავს,იმნაირად თბილა,მინდვრებიდანაიზიდა ცვარი.სულ მცირე რამ,სულ იოტის გვარი.გაშუქებადედამიწას ყოფნის,დააბრუნენიჩაბი და ბარი: -მიწის თხრაშიმთიელს ვერვინ სჯობნის.საჭიროასაძირკვლისთვის სილა,თუ გზა უნდათ,გაიყვანონ: არი!ვაზის ჩაყრა,ხეხილების ცხრილვა,არხების დაგვირაბების ღვარი;პაციფიზმისსამარისთვის ბარი -საკითხიაარყოფნის და ყოფნის,დაუნდობლადმიდის მთელი ჯარი,მიწის თხრაშიმთიელს ვერვინ სჯობნის.არქეოლოგსხელთ მივეცით წყვილიბიზანტიისდროინდელი მკვდარი,მან ფულებზეწაიკითხა შლილი,ათასი მზედა ათასი ქარი.სთქვა: მესმისოვერცხლისფერი ზარიშორეულზეშორეული ჩობნის,დროთა სვლაშითუ ის არის მყარი -მიწის თხრაშიმთიელს ვერვინ სჯობნის.პაციფიზმისსამარისთვის ბარი -საკითხიაარყოფნის და ყოფნის,ჩვენ კი ვამბობთმჯობნის მჯობნი არის,მიწის თხრაშიმთიელს ვერვინ სჯობნის!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი