↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ახალი წელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95293 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ახალი წელი. ვთქვათ ლონდონიან ვთქვათ ბერლინი.ალბად დღიურში ამგვარ ტონითსწერს ჩემბერლენი:დღეს ათასცხრაას ოცდაათისპირველი შუქიმოაწყდა სარკმელს და კედლებზედაღვარა ლუქი.ახალი წელი. - გავიფიქრე -ახალი წელი.თითქო კედელთან დამენახოსსიკვდილის ცელი,ხელში ავიღე გაზეთი და...ისევ დავდევი...რომ ის რიგზეა - რომელიაამის თავდები?გაოცებას ვარ - ვით ითმენენდაცინვას ასეთს!დიდი ხანია, რაც მე ხელშიარ ვიღებ გაზეთს.რაღაც მწარე და საოცარნიხმანი ისმიან...არა... ჩვენი ხსნა ერთადერთი,პაციფიზმია!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი