↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იგი დაშორდა სამუდამოდ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
იგი დაშორდა სამუდამოდ გადაბურულ მთას,მტკვრის და ენგურის სათავეებს, სადაც ანკარადგამჭვირვალე წყალს დაჰყურებენ მძლავრი ხეები.იგი დაშორდა სამუდამოდ, ო, სამუდამოდ.ის წამოვიდა დარიალის ვიწრო ხეობით,იგი გამოჰყვა სვანეთიდან მომავალ ტივებს,ფეხით, ცხენით თუ მატარებლით - იგი დაშორდასოფლის სიმშვიდეს, რომ ქალაქში დაისადგუროს,რომ ქარხანაში შეუერთდეს მუშათა რაზმებს, -დაჰკრას ჩაქუჩი, გამოსჭედოს ახალი ბედი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი