↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გართმევთ პოეტობას?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95289 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
გართმევთ პოეტობას?გირჩევთ: მენანებით -მიეთ-მოეთობასთავი დაანებეთ!პოეტი არის მებრძოლი,ახალი ქვეყნის მჭედელი,წინა სდგას ცხარე ბრძოლებში,როგორც ქვითკირის კედელი!რატომ შენ არა გჯერარომ მრავალია ჯერამტერი გარედ და შინ?წინ, პოეზია წინ!ვჭედოთ რკინად, ვჭედოთ რკინადგული ჩვენი ზიარული,აღარ ვარგა როგორც წინად,ძველი გულით სიარული!გული თუმც არც ყინულია,არც დამწვარი მდუღარებით -იგი შემორკინულიადღეთა ჩვენთა მქუხარებით!რომ არ იცოდეს ეს,გამაგებინეთ: დღესსად, რომელია, ვინ?წინ, ისტორია, წინ!მსოფლიოვ! დრო კია გააღო კარებიიმპერიალისტური, ოქროთი მოვერცხლილი გალიის,ჩაგრული ერები და პროლეტარებიაზიის, აფრიკის, ამერიკის და ავსტრალიისებრძვის მჩაგვრელთა ჟინს:წინ, ამხანაგო, წინ!სად კლასთა ბრძოლის უმძაფრებს ხალისსსისხლი, ბორკილი და საპყრობილე,შეურყევლად სდგას შენი პროფილი,სახევ ბრწყინვალე ინტერნაციონალის.დროშა ბევრი მინახავს,დროთა ძველთა მსახველი,პირველ მაისისთანადროშის არ ვარ მნახველი!მრავალ მილიონებისრწმენა არის მხოლოდ ის.შრომის ლოზუნგებია,და სულ ყველა ფოლადის.მთელი დედამიწა ოქრო-ფერადივითუნდა დაიტვირთოს კოოპერატივით,არა ღობეებით, არა ნალექ ტივით.თუჯით, მოსავალით, გზებით, კოლექტივით!ბრძოლად გარედ და შინ...წინ, ამხანაგო, წინ!პოეტი არის მებრძოლი,ახალი ქვეყნის მჭედელი!წინა სდგას ცხარე ბრძოლებშიროგორც ქვიტკირის კედელი!
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი