↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეს ძველი მუზა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ეს ძველი მუზა ცბიერ გველივითნებივრობს ღამით, თუ თბება დღისით,მარადის ფიქრობს, რომ ყოველივეიწყება მისით, თავდება მისით.
შხამი შხამს, როგორც ატომი ატომსუერთდება და გაშინებს ვითომ.შენ ეკითხები საცოდავს: რატომ?ის ცინიკურად - ისე, იმიტომ!
კლასიკოსების, თუ ჩვენს დროებასიცავს მორწმუნე საკუთარ სარფის,როგორც კი იგრძნობს საშიშროებას,სტოვებს ბრძოლის ველს და გარბის, გარბის.
თან ძუნწი რითმებს მოიხვევს ძაგრად,ერთის დათმობას კი არ ისურვებს,მაგრამ, როდესაც მიარტყამ მაგრად,ორმოცდაათსაც არ დაიშურებს.
მიუსსეს შემდეგ, ფერმიხდილი მზითრომ ოცნებობდეს ვინმე, ძნელია.უძველეს დროის, მაინც ვერას გზით,განცდებს ეს მუზა ვერ შეელია.
და ადგილს, სადაც ცრემლი მოსდის ქვას,არ დაელევა სულს სანდომარი -მიცვალებულის სადღეგრძელო სთქვას,ცოცხლის კი მხოლოდ შესანდობარი?!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი