↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმის გრძელ-გრძელი დიაგანალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
თვალმა ალმაცერკაფეს დახედა,ირევა გროვაუცხო სახეთა,ჟენევის კარებსრომ მოახეტა -იტალიელი,ჰუნგრელი, ფრანგიდა ინგლისელისახეღაჟღაჟა,ჟენევის ცა რომგააკაშკაშა.იმ ქვეყნებიდანმოსული „ვაშა“,სად ხეებსა სტეხსორანგუტანგი.მეჩვენებოდამაშინ მე ასე -ერთა მშვიდობისდიდ იდეაზეთუ ორატორიჰქუხდა მეასედა ფოლიანტებსშლიდა გულდასმით,ყოველგან იყორაიმე ხვრელიდა ისევ კვეთდამახვილი მჭრელი,რასაც კი სიტყვაბრჭყვიალა, ჭრელიმოსაჩვენებლადკერავდა თასმით!მრავალს იმ სიტყვითმეტეორიტმაწაართვა სახე,წაართვა რიტმა.მისი ნაოჭი,მისი თეთრი თმადროისას ვეღარუძლებს ანალიზს.და როგორც ეს დღე,უამურ შრომითრიყეზე ავტორბის ხტომა-ხტომით.და იტალიასთან მოსდევს წყრომითწვიმის გრძელ-გრძელიდიაგანალი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი