↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რური

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
რური! რამდენ რამეს ამბობსმხოლოდ ერთი სიტყვა: რური.ქვანახშირის მრავალ ამბავსთან სდევს ბრძოლა უამური.
რა ოფლის და სისხლის ღვრაა,რა ხვნეშაა განახშირი,აქ მტაცებლის ოცნებაა:ქვანახშირი! ქვანახშირი!
ჩვენს მთებში კი გმირი შრომისგზით გვირაბს რომ დახაროდა -მას ბელადის სახელობისქვანახშირის მაღაროთა.
უთვლის სამას პროცენტს გეზითვიურ გეგმით ამონაგებს,ეს საქმეა უდიდესიდა ამ გმირსაც საქმე აქებს!
ჩვენში შრომა დიადია,სასახელო, საამური,არა სისხლის ნაკადია,ან საარი, ანუ რური.
ჩვენში სიხარულის ზღვაააღტაცება განახშირი -დიდ შენობის ერთი ქვაადა აგური - ქვანახშირი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი