↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცხოელი ბავშვი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
შორს გაფენილომინდვრების ტილო,და გიგანტუროღრუბლების ჩრდილო!
ნისლების მძიმემტევნები მთაზერა სიმდიდრეა,რა სილამაზე.
ნარინჯის ვრცელიდა ფართო ხალი,თურინჯი, თუთადა ფორთოხალი.
მძივები ნაზი,ცვარი კამაზე...რა სიმდიდრეა!რა სილამაზე!
ეს ოცნებაა,ოცნება ლაღი.შენ რა, პატარავ?სხვისია ბაღი.
სხვისია მძიმემტევნები ვაზზე,შვება, სიმდიდრედა სილამაზე.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი