↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილა (რა კარგზე კარგი)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
რა კარგზე კარგი დროა თენება,ელექტროშუქთა ქრება შვენება,მიდის აბრისად, როგორც ჩვენება,ლანდი ქარხნისკენ, ვით გახსენება.დაჰკრეს! საყვირის ხმით იდევნებაქალაქის ძილი და მოსვენება.შემოდის დროის გადაჭენება:შენება, ძმებო, ისევ შენება!
და არის დილის სისხამი ცვარი.რეკავს პირველთა მანქანათ ზარი.ავტომობილის ხმა ისმის ცხარი,სადღაც შორიდან ბრუნდება ჯარიმედგარი, მტკიცე, მაგარი, მყარი.ბაღებს ფერადი და მრავალგვარიგამოცოცხლებათ ედება ღვარი.დილის გაზეთებს იტაცებს ჩქარიმიდამო, ქუჩა, სახლი და კარი...
იმღერე, დილავ, ხმა ისმის მკვეთრი,იმღერე - ითხოვს ბაღის დღე თეთრი,იმღერე - ღელავს ზღვის ტალღა მყვედრი,იმღერე - ამბობს ყველა შემხვედრი,იმღერე - რეკავს მთელი ქალაქისყოველი მეტრი და კილომეტრი!
არის მჩქეფარე ცოცხალი დილა...ჯერ მზის ისრებიც არ ამოწვდილა!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი