↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამარჯვებას თანაბრად სწერს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
სამშობლოის გზას მრავალფერს,შარაა თუ ვიადუკი -გამარჯვებებს თანაბრად სწერსთმაჭაღარა და ჭაბუკი.
მოხუცი არ გულმავიწყობს,ახალგაზრდას ძალა სწვდებადა ორთავეს სურს დაიწყოსერთმანეთთან შეჯიბრება.
მოხუცს ქუდი წარბზე ხურავს,ახალგაზრდას ცოტა გვერდად,მაგრამ კედლებს და სახურავსთავს ევლება ორივ ერთად.
სამშობლოის გზას მრავალფერსშარაა თუ ვიადუკი -გამარჯვებებს თანაბრად სწერსთმაჭაღარა და ჭაბუკი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი