↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მხოლოდ მსოფლიო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
მხოლოდ მსოფლიო, გენიალურ ჰარმონიის აზრსვემსახურებით ჩვენი საქმით, ჩვენი კალმებით,ის ჰარმონია დამკვიდრდება, ის ჰარმონია!აი, პირველი: რითაც, სტალინ, მოგესალმებით!
მსახვრალი ხელი რომ არხევდა მსოფლიო აკვანს,კაცობრიობა, ჯერ ყმაწვილი, მასში სტიროდა.ძნელ არტახებში, უბოლოო წვასა და დაგვასთან სდევდა დარდი მისწრაფებათ უნაპიროთა.
მაგრამ გაისმა მკაცრი ნანა სხვაგვარ ღრუბელის,ძარღვდაჭიმული ნებისყოფა, სასტიკი ზიზღი!ადამიანის, ბორკილიდან თავისუფალის -დამკვიდრებისთვის დაიღვრება კვლავ ბევრი სისხლი.
ხუთ მეექვსედზე სიხარულით ნაპერწკლებს მატებსხმა გამარჯვების, ახალ დროშის, ახალ ლექსების,ძველ დედამიწას, ძველს სიმღერებს, ძველს ფოლიანტებსახარებს შუქი დედამიწის ერთ მეექვსედის.
ყოველი ქვეყნის მშრომელების ბელადო: ვაშა.სტალინთან გული საგულეში ჩვენ გვეგულება,თხუთმეტმა წელმა საქართველოს გაურიჟრაჟასტალინისადმი სიყვარული და ერთგულება!
მხოლოდ მსოფლიო გენიალურ ჰარმონიის აზრსვემსახურებით და სტალინი ჩვენი ღონეა.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი