↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდი, სახალხო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ვინც კი პოეტის, მხატვრის, არტისტისუმშვენიერესს ატარებს სახელს,მე მინდა ვუთხრა: სამშობლო გიცდის,სამშობლო საქმეს გთხოვს ახალ-ახალს.პოეტს, რომელიც წრფელია გულით,ვისიც სიმართლით ჰწყავს საწყაული -ეხმაურება სრული გუგუნითეს დღევანდელი დღესასწაული.გზით გაკვალულით თამამად მიდის,თხუთმეტი წელი დიდი დიდებით,სავსეა მხარე თუნდაც კოლხიდისსასწაულების მაგალითებით.ამშენებელი, რომელიც წინადკარისყურამდე აღწევდა ძლივას -თავს დასტრიალებს ფოლადს და რკინასდა უდიადესს შლის პერსპექტივას.სწორედ ის დღეა, როდესაც მხატვრებსაღფრთოვანება არ აკლებს თემას,თავისუფლებას, იდეებს, ნატვრებს,ნიჭის, ღირსების პატივისცემას.რა ძლიერია მხატვრის იერი,როცა ამაყად დროშებს ჩაუვლის:ოქტომბრის დროშის მონახა ფერი,ფერი სახალხო დღესასწაულის!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი