↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შრომა და მოსვენება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
როს ხელს გიშლის ხეობები,ცივი კლდე და ხმელი ნერგი, -შენ მიდამოს ეომებიდა ხმაურობ, როგორც თერგი.
და ყოველ წუთს, ყოველ მხრიდანგამოძახილს ისმენს ხევი,რომ სიმძიმეს მკერდით იტანდა ზეცამდე მიირხევი.
მე ვხარბდები ხმაურს ხმოვანსმქუხარებას, წინსვლის გრძნობას,მასში ვხედავ ყვავილოვანსსიხარულის მუდმივობას.
ცად - ფოლადის გედებია,ძირს ჰქუხს თერგი და რიონი,მთვარით თითქო ედემიასაყვარელნი გარემონი!
ხომ შენია, ხომ ჩემიაეს მდინარე და ეს მთვარე -დიდ ზრუნვას რომ მისცემიამშობლიური არე-მარე.
სამშობლო - თავს გვადგას დედა -მოსვენებულთ მყუდრო ძილით,რომ სიცოცხლით აღსავსე დაბედნიერნი ავდგეთ დილით.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი