↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ფერი მზესა და ქარს მოჰყავს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ფერი მზესა და ქარს მოჰყავსგაზაფხულის სადარი,შენ კი ლოყასგადაგკროდა ზამთარი.
მიდიოდი, როგორც მკვდარი,როგორც მკვდარი სანანი,ჰქროდა ქარი,თრთოდა იასამანი.
ხალხის ზვავთა და გლეტჩერთაგარს ბრუნავდა მდინარე;არ შეჩერდა,არ იკითხა: ვინ არი?
ეხლა სხვაა. კაცის თვალიქალს სიხარულს ადარებს,სადაც ქალიქალის სახეს ატარებს.
სალამი ამ მწიფობისთვეს!მზე რომ სჯერა მცინარი.ყველა გისმენს...და კითხულობს: ვინ არი?
ფერით მზესა და ქარს მოჰყავსსიხარულის შევსებადა შენს ლოყასგზნება ეალერსება.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი