↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი მატარებელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
ჩემი სიცოცხლის გამმწარებელისულ მალე გავა მატარებელი.მიემგზავრება იმედი ჩემი,ბედისას ვარსკვლავს სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება,რა საჭიროა ეხლა გოდება?მატარებლის წინ როს მიმიღიაან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა.მატარებელი ხუთ წუთში გავა.ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები.გემშვიდობები სამარადისოდ,სამარადისოდ გემშვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,გამოსალმების ხელოვნებისთვისნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?
1937
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი