↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რეცეპტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ავად გაგვხდიდა დრო, სისხლის წვიმა,მაგრამ იმედმა კვლავ გაგვიღიმა.მაშ გადარჩენის შევსვათ ჯარიმა:კახური - ექსტრა, კახური - პრიმა!
ატმი-ატმიკუმ, კახ-კახურიკუმ,ყველი-ყველიკუმ, პური-პურიკუმ,მწვადი-მწვადიკუმ, შამ-შამფურიკუმ;რეცეპტი - ექსტრა, რეცეპტი - პრიმა!
აი, მოძმენო, სიბრძნე დღეღამის,აი, ლოზუნგი ქართული ჭამის.მაშ, ვადღეგრძელოთ სიცოცხლე წამის -სიცოცხლე - ექსტრა, სიცოცხლე - პრიმა!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი