↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამულო, სიცოცხლეო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
სიცოცხლეო, მამულო! მძაფრი, არა-ფარული,შვილთა შენთა ხმამაღლა სთქვან შენი სიყვარული;
სიცოცხლეო, სამშობლოვ! მტერი დაუნდობელი,რომ თვალს არ გაცილებდა - ვიყავ წინამგრძნობელი.
აი, როგორ მოხდა ეს: ირიჟრაჟა თუ არა -ალისფერმა სინათლემ ღრუბლებს გადაუარა.
ტყეში, სადაც ვიდოდა ტყისმკაფავი მცინარე,ველად, სადაც ბაღებში ჩაფლულიყო მდინარე,
იყო დილა მშვიდობის და არ იყო ტკივილი,ფრინველების გაისმა სტვენა, ჟივილ-ხივილი...
აფრიალდნენ საზღვარზე შავზე შავი სვავები -ყუმბარათმტყორცნელები, მძიმე თვითმფრინავები,
სურთ რომ გადმოანგრიონ ხალხის ნახნავ-ნათესი,ქალაქები, სოფლები, გზები უდიადესი.
იგი მტერი ჩვენი და მსოფლიოის მტერია,მაგრამ მის უგონობას ბედი არ უწერია.
და ამაოდ ტანკები იძვრიან ყაჩაღებით,ჩვენ მას უძლიერესი ცეცხლით დავეჯახებით!
რაკი მძლავრობს ხალხის ხმა და თავდაცვის გენია -ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება ჩვენია.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი