↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რასაც სარაცინი წინად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
რასაც ბარბაროსი წინად,რასაც სარაცინი - წინად,სიმამაცის საქმედ სთვლიდა,თუ თავს სთვლიდა სარაცინად, -რაბლემ მას უწოდა რბევადა მკვლელობის მხეცი ჟინი,სხვას, რაბლესაც, ისტორიასასე ესმის სარაცინი.მხეცი თავს თვლის შეუმცდარად,ის „გმირია“, ის „სწორია“და „უძველეს“ სარაცინისმეორდება ისტორია.ბარბაროსი სისხლის მსმელი,გონებასთან ჯიბრში მყოფი,ასეთია მოსულ მტერისმოზმანება ავადმყოფი.არ განიბნეს, არ იქნება,როგორც ქარის მწარე ძილიდა ხსოვნაში ზიზღს გარეშეარ დარჩება სარაცინი.რასაც ბარბაროსი წინად,რასაც სარაცინი - წინად,სიმამაცის საქმედ სთვლიდა,ჩვენ ვთვლით რბევად და დაცინვად.უნდა დაუპირისპირდესმკვლელებს რისხვა სამყაროსი,დეე, ბარბაროსობაშითვით შთაინთქას ბარბაროსი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი