↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყვარჩელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
როგორც მფლობელიფასუდებ ტახტის,ამაყად ჩადისქვათა მნგრეველიიქ, სადაც დუმილსწარბშეკრულ შახტისსძრავს სიმღერის ხმადაუძლეველი.
აქ მიწის გულისქანაობს ღელვა,მადიდებელიგულთა კავშირის,იმ უშავესთაფენათა ყელვა -ბრწყინავდა ელვაიმ ქვანახშირის.
გზა აცხოველებსჟამთა სიახლეს,როგორც სარკეშისხივების მტვრევა,მაღაროებისიდუმალ გრიალსსდევს ქვანახშირისმონგრევა, ნგრევა.
შენ გაოცდები,რომ ამოდენაგანძის მიწაშიხმა ცასაც ესმის,რომ ქვანახშირისზეამოტანა,ამოტანაადღის უახლესის.
და იტვირთებარკინიგზა ქვითა,ლიანდაგებიიცვლება კვანძით,ასეთნაირიქვებით დატვირთვა,დატვირთვა არისძვირფასი განძით.
სანგრევი მნგრეველსრომ აგრე ელის,ელექტრომავლითმიწის ქვეშ, ჩქარა,გასაბრწყინვებლადახალ ტყვარჩელისმოდის ქვეზანიდა აკარმარა!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი