↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თრთის დასავლეთი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვასზეცის კაშკაში.ზეცის კაშკაშში არეულაუცხო ხაშხაში.თანდათან ციდან ძირს ეშვებაღამე სამხრეთის,ნელი მიბნედით გადივლის ზღვასდა მთებში შედის.- ღამე მშვიდობის, - ამბობს ქალი.ცა მოწამეა.- ღამე მშვიდობის, მაგრამ განაეხლა ღამეა?რამ დააღამა?! გულში დილაგათენდა გრძნობის.დილა მშვიდობის! შენ კი ამბობ:ღამე მშვიდობის.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი