პოეზია · ლირიკა
ნატვრის ხე
სახლში მისული,დაწვები ლოგინზე დაყველა ტკივილს რომ მოგახერხავს ცოლი,როგორც ხეს - გამხმარ ტოტებს,გრძნობ როგორ იწყებს სხეული ტკივილისგან დაცლასდა რომ არ დაიცალოს,ანასკვავს სხვა ტოტებს თავისი ფერადი კაბის ნახევებსდა ბავშვების ტანსაცმლის ნახევებს,როგორც ნატვრის ხეს შეყვარებული წყვილები,არც კი იცი რამდენ ნატვრას აიტანენ შენი ტოტები,ისინი ხომ წვიმაში მძიმე ძონძებად იქცევიან...და დადიხარ ასე ტკივილად გადაქცეულინატვრის ხე.