პოეზია · ლირიკა
შენი(ჩემი) გაზეთი
მცირე შურივით დატყობია მტვრიან ტერასებს,ბევრს უნდა (შენი,პოეტური) გენი ასეთი,შენი ამბები თუკი ვინმეს აინტერესებს,ანახე ახლად გამოსული შენი გაზეთი:
პირველი გვერდი (სათაურით არის სტატია):,,შემოგვიერთდით რუსთაველზე მე და სატირებს“.სიბინძურეს კი ვერ იპოვნი (ღამე ათიო),შენი გაზეთი პოლიტიკის დედას ატირებს.
სენსაციები:თურმე სადღაც გვიმრამ ივარდა,თურმე ეკლითაც აღარ არის შემოთარსული.განცხადებები:გუშინ სადღაც ამოგივარდაგულისჯიბიდან,ვერ იპოვე შენი წარსული,
(სხვაგან წერია:გალაქტიკას ,,ნასა“ აშუქებს,აქ კი პირიქით:ვენერადან ,,ნასა“ შუქდება),მპოვნელი ფულით ვერა,მაგრამ (გიჭირთ აშუღებს)შენი მომავლით უსათუოდ დასაჩუქრდება.
ნეკროლოგებში გიწერია (სევდის ნაზავით):უხდი პანაშვიდს (უქელეხოდ) ლიტონ სონეტებს,ხოდა ამიტომ ეს ცხოვრება მოგბეზრდასავით,მაგრამ ჩაპლინით,რემბოთი და იტან მონეთი.
სადღაც ღრუბელი ოთხმოცდაათ (გუშინ აიგო)სართულიანი.კროსვორდებში ასე წერია:ლამაზი გოგო,შენი მუზა,ანუ...(ტვინი გულსავსე ლიმონივით დასაწურია)
ანონსი: (ცუდად თუ არა ხართ,თუ არ გაციებთ,მაშინ მობრძანდით,ჰაბიტუსზე რიდი შეიბით)19 საათზე ოპერაში ,,პაიაცია“,გვერდზე ბაღში კი იმართება დიდი ქეიფი.
მაშ ასე,თუ გაქვთ ცხოვრებაში დიდი სირთულე,(გელით) თუკი გსურთ სანაგვეზე მისი მიგდება.