↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენით ვამაყობ

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5712 ნახვა

—
ჩვენით ვამაყობ,ვიამაყებ ქვეყნად თუ რამით,ვატყობ,მომიწევს უეჭველად შენი მხილება-გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.
სიზმრის ემბრიონს ოფლიანი ზურგით მივათრევ,შეინარჩუნა (წუხანდელი) სიომ ის ტონიდა სპილენძისფერ ვაზნასავით გდია კვირადღე,სულ ცოტა ხნის წინ ამოსული მზეა ფისტონი.
მხოლოდ სიმთვრალე დამიტოვა ღამემ ნადავლად,შეყვარებულის სანახავად მიზეზს ვინ ილევს-მაღ.კორპუსიდან იმ უცნაურ ხიდის გადავლით,ბაგების ტყეში რომ დაგიკრეფ ცვრიან გვირილებს,
მერე ცოტა ხნით ჩამოვჯდები(ოდნავ გავაშრო)...თვალს მომაშტერებ სიამის და ვნების ნაზავით,შენს ბაგეებზე ღიმილი თუ ტალღას თამაშობს,ჩემს ბაგეებზე იღელვა და ჩადგა ზღვასავით.
ჩვენით ვამაყობ,საამაყო არის თუ რამე,ალბათ მომიწევს უეჭველად შენი მხილება-გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი