↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხრები უმოწყალოდ დაიღარე

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5715 ნახვა

—
მხრები უმოწყალოდ დაიღარე,ისვამ კულულების დაშნებს,ხოდა,ძუძუებში ჩაგეღვარა,შენი სისხლისფერი კაშნე.
აქ ჩვენ საიმედოდ ვერ დავიცავთ,ჩვენი არსებობის ორ წილს,ვიცი ვერ გვიგუებს დედამიწა,ვიხდით ვენერაზე ქორწილს.
მოდი გაღიმება შეიფერე,ხმები გამაგონე მერცხლის,ხოდა,ამოვტეხოთ ატმოსფერო,როგორც წიწილებმა კვერცხი.
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი